ქართველიშვილი: სხვები ირანის ომის გარშემო ზარალს ითვლიან, თბილისს ეძლევა შანსი, საბოლოოდ განიმტკიცოს თავი რეგიონის მთავარ სახმელეთო ხიდად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
137 15 აპრილი 2026, 11:54
„ირანის კრიზისი საქართველოსთვის მკაფიო ილუსტრაციაა მკაცრი ეკონომიკური კანონისა: ერთ სექტორში ლოკალური დანაკარგი შეიძლება სხვა სფეროში სტრატეგიულ მოგებად გადაიქცეს. დიახ, ტურიზმზე წელს სავარაუდო დარტყმა უკვე დათვლილია - Bank of Georgia-ს შეფასებით, 2026 წელს სექტორის შემოსავლები მინიმუმ 100 მილიონი დოლარით შემცირდება, ხოლო თუ ირანის გარშემო ესკალაცია გახანგრძლივდა, დანაკარგმა შესაძლოა წელიწადში 220 მილიონ დოლარსაც მიაღწიოს. ქვეყნისთვის, სადაც ტურიზმი კვლავაც სავალუტო შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, ეს სერიოზული დარტყმაა. თუმცა, სწორედ ასეთ დროს ჩანს, რამდენად გასცდა საქართველო მხოლოდ სასტუმროებსა და სეზონურ სტუმრებზე დამოკიდებული ეკონომიკის ჩარჩოებს.

სანამ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი ტურისტულ ნაკადს ამცირებს, პარალელურად იზრდება საქართველოს ტერიტორიის ფასი, როგორც შეუცვლელი სატრანზიტო კვანძისა. ეს თავად სომხეთმაც ფაქტობრივად აღიარა: ერევანმა პირდაპირ განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან სრულფასოვანი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენამდე მისი ექსპორტი და იმპორტი კრიტიკულად დამოკიდებულია საქართველოს გავლით მარშრუტებზე. და მაშინაც კი, თუ მომავალში სომხეთ-აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზი ამუშავდება, ეს საქართველოს როლს არ შეამცირებს - პირიქით, თბილისი ხდება ახალი რეგიონული სატრანსპორტო არქიტექტურის შემაკავშირებელი რგოლი, სადაც იკვეთება სომხური, აზერბაიჯანული და ცენტრალური აზიის ნაკადები.

ირანის გარშემო არასტაბილურობის ფონზე, კავკასიაზე გამავალი შუა დერეფანი სარეზერვო მარშრუტიდან ძირითად არტერიად გადაიქცევა. რაც უფრო არაპროგნოზირებადია ირანული და სპარსეთის ყურის მიმართულებები, მით მეტი ტვირთი, კონტეინერი და ინვესტიცია გადმოდის კასპიის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გზაზე. თუ ტურისტს შეუძლია გააუქმოს ჯავშანი თბილისის სასტუმროში, ტვირთნაკადს პოლიტიკური პაუზის უფლება არ აქვს, ის მიდის იქ, სადაც სტაბილურობა, ინფრასტრუქტურა და გარანტირებული გამტარუნარიანობაა. ეს კი ნიშნავს დატვირთვის ზრდას საქართველოს პორტებზე, რკინიგზაზე, ავტომაგისტრალებსა და ლოჯისტიკურ ტერმინალებზე, ანუ პირდაპირ ეკონომიკურ შემოსავალს.

სწორედ აქ ჩანს ქართული მოდელის ახალი მდგრადობა: თუნდაც 220 მილიონი დოლარის ტურისტული დანაკარგი უკვე აღარ არის ფატალური, როცა ქვეყანა საკუთარ გეოგრაფიაზე იწყებს სერიოზული შემოსავლის მიღებას. საქართველო დღეს სხვის კრიზისებს საკუთარ ინფრასტრუქტურულ კაპიტალად გარდაქმნის. მაშინ, როცა სხვები ირანის ომის გარშემო ზარალს ითვლიან, თბილისს ეძლევა შანსი საბოლოოდ განიმტკიცოს თავი, როგორც რეგიონის მთავარი სახმელეთო ხიდი და ეს დივიდენდი, სეზონური ტურიზმისგან განსხვავებით, შეიძლება ათწლეულების განმავლობაში იყოს მომგებიანი” - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი