ტრამპი პეტერ მადიარზე: ის კარგი კაცია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 15 აპრილი 2026, 12:34

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერი, პეტერ მადიარი კარგი კაცია.

„ვფიქრობ, ახალი კაცი კარგ საქმეს გააკეთებს - ის კარგი კაცია“, - განაცხადა ტრამპმა მადიარზე საუბრისას.

ტრამპმა აგრეთვე ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ იცის, როგორ დასრულდებოდა უნგრეთში არჩევნები, ვიცე-პრეზიდეტნ, ჯეი დი ვენსის ნაცვლად თავად რომ ჩასულიყო ბუდაპეშტში და ვიქტორ ორბანისთვის მხარი დაეჭირა.

„ის [ორბანი] ძალიან ჩამორჩებოდა“, - განაცხადა ტრამპმა. „ამაში დიდი მონაწილეობა არ მიმიღია. თუმცა ვიქტორი - კარგი კაცია“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი