51
15 აპრილი 2026, 12:51
აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ამერიკამ სრულად გადაკეტა ირანის პორტები, რომლებიც ისლამური რესპუბლიკის ეკონომიკის დაახლოებით 90%-ს უზრუნველყოფს.
CENTCOM-ის მეთაურმა, ბრედ კუპერმა, განაცხადა:
„ირანის პორტების ბლოკადა სრულად შესრულებულია. ამერიკულმა ძალებმა მთლიანად შეაჩერეს საზღვაო ვაჭრობა ირანთან და ირანიდან.“
სარდლობის ინფორმაციით, ბლოკადის პირველი 24 საათის განმავლობაში ვერცერთმა გემმა ვერ შეძლო მისი გარღვევა
ექვს სავაჭრო გემს უბრძანეს უკან დაბრუნება.
ამავე დროს, ირანული სააგენტო Fars ამტკიცებს, რომ, სანქციების სიაში მყოფმა ირანულმა სუპერტანკერმა (VLCC) შეძლო ბლოკადის გარღვევა
„ტანკერმა, რომელიც 2 მილიონ ბარელ ნავთობს იტევს, ნავიგაციის სისტემის გამორთვის გარეშე, ფაქტობრივად, გამოწვევა გაუგზავნა აშშ-ს სანქციებსა და სამხედრო ძალას და ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე მიაღწია დანიშნულების ადგილს“, - წერს სააგენტო.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ, ირანიდან ორი გემი გავიდა სრუტეში ასევე გადაადგილდა ჩინური ტანკერი Rich Starry, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება.
აშშ აცხადებს სრუტე სრულად ბლოკირებულია. ირანი აცხადებს, რომ ცალკეული გემები ბლოკადას არღვევს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |