შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, ახლა მორიგ სერიას უყურებს და ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, სადაც ოპოზიციამ გაიმარჯვა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 15 აპრილი 2026, 17:50

ოპოზიციას აქვს მთავარი პრობლემა - ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას და ვენესუელელები ხდებიან, შეხედავენ უნგრეთს და უნგრელები ხდებიან, შეხედავენ უკრაინას - უკრაინელები ხდებიან და ა.შ. ისინი მოწყვეტილი არიან თავის ქვეყანას, თავის ამომრჩეველს და არიან ჯგუფი, რომელიც სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთში, ქართველ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ოპოზიცია ყველაფერს უყურებს, როგორც კინოს და თავს თვლის ამ კინოს მონაწილედ.

„ოპოზიციას თავი კინოში ჰგონია, ყველაფერს უყურებენ, როგორც კინოს და თავს თვლიან ამ კინოს მონაწილეებად. ეს არის გარკვეული სახის აშლილობა, რომელიც მათ სჭირთ. ისინი ხდებიან თანამონაწილენი სხვაგან მიმდინარე პროცესებისა და წყდებიან რეალობას. ამდენი წელია ვერ მიხვდნენ, რომ ეს არ არის ის გზა, რომლითაც ამომრჩევლის გულს იგებენ.

ოპოზიცია ახლა მორიგ სერიას უყურებს და ამ სერიაში საკითხი ეხება უნგრეთს, სადაც საპარლამენტო არჩევნების გზით ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინა სერიაში ვენესუელაში მოხდა გარე ჩარევით პრეზიდენტის გაყვანა ქვეყნის მიღმა და მაშინ იმ სცენარის მომხრეები იყვნენ. მათ საკუთარი დღის წესრიგი, პოლიტიკა, აზრი არ გააჩნიათ, ისინი არიან სხვაზე დამოკიდებული და სხვას აყოლილი ჯგუფი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერს შეხვდა
ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული
მასუდ პეზეშკიანი: აშშ-ის და ისრაელის ნებისმიერი მცდელობა ირანს კაპიტულაცია აიძულოს, წარუმატებლობისთვისაა განწირული
არქივი