„ნაცმოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ, წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ თუ ოპოზიციაში, ვხედავდით თუ რა გაშავების კამპანია ჰქონდათ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, მოსაყდრის წინააღმდეგ, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თინა ბოკუჩავას განცხადებასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ქართული ეკლესიისადმი „ნაცმოძრაობის“ მტრული დამოკიდებულება არავისთვის ახალი არ არის.
„ნაციონალურ მოძრაობას“ რა დამოკიდებულებაც აქვს ქართული ეკლესიის მიმართ ამას ჩვენ წლებია ვაკვირდებით. ხელისუფლებაში იყვნენ ისინი თუ ოპოზიციაში, ვხედავდით თუ რა გაშავების კამპანია ჰქონდათ პირდაპირ პერსონალურად პატრიარქის წინააღმდეგ, პერსონალურად მოსაყდრის წინააღმდეგ, პერსონალურად ცალკეული მეუფეების, ეკლესიის წინააღმდეგ. ასე რომ ვიცით მათი დამოკიდებულება და მტრული პოლიტიკა, როგორი არის. ის, რაც ხდებოდა გვარამიას ტელევიზიაში, ის, რაც ხდება მათ სხვადასხვა ტელევიზიებში, ეს ამის ყველაზე დიდი დასტურია. ამიტომ ასეთი საუბარი ჩვენ მხოლოდ ერთ მეთოდს გვახსენებს - ეს არის ჩახუტებით დახრჩობა. ვითომ სიახლოვე გამოიჩინონ და სინამდვილეში უმტრონ ქართულ ეკლესიას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციაში ერთობლივი გზავნილის პრობლემა არსებობს და ოპოზიცია არ ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ არ არიან, მისივე სიტყვებით, „უღმერთოები და ურწმუნოები“.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |