საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
14 15 აპრილი 2026, 19:40

საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერს შეხვდა.

გენერალურ პროკურატურაში გამართულ ორმხრივ შეხვედრას გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ზურაბ ბელთაძე, მოადგილე ამირან გულუაშვილი, საქართველოს პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, ადამიანის უფლებათა კომისრის აპარატის დირექტორის მოადგილე კლაუდია ლამი და მრჩეველი რომერ ლემეტრი ესწრებოდნენ.

ორმხრივ შეხვედრაზე, გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ადამიანის უფლებათა კომისარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს პროკურატურის საქმიანობაზე, მიმდინარე და განხორციელებულ რეფორმებზე.

მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მზაობა გამოთქვეს. ასევე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული ვითარება განიხილეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე - ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ მიიწევენ, რაშიც ვხედავთ ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებას
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში
ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული
არქივი