ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
13 15 აპრილი 2026, 20:08

ჩვენი საელჩოები გაცილებით უფრო აქტიურები უნდა იყვნენ და აქტიურად უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების დამყარებასა და ვიზიტების ორგანიზებას, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, ეკა სეფაშვილმა.

მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს უწევს, რომ საერთაშორისო ზეწოლას გაუმკლავდეს.

„საქართველო რომ იყოს ჩვეულებრივ ვითარებაში, როგორც 2022 წლამდე იყო, რა თქმა უნდა საელჩოების მუშაობა იქნებოდა დამაკმაყოფილებელი, მაგრამ დღეს საქართველო განსხვავებულ ვითარებაშია - ფაქტია, რომ ხელისუფლება და ქართველი ხალხი დღეს საერთაშორისო ზეწოლას უმკლავდება და არის მცდელობები დააზიანონ საქართველოს რეპუტაცია, იმიჯი და არასწორად წარმოაჩინონ საქართველოში არსებული ვითარება. მქონია შემთხვევები, როდესაც ვიზიტად ვყოფილვარ საზღვარგარეთ და რომელიმე პოლიტიკოსს არ ჰქონია სრული ინფორმაცია, ან წარმოდგენა არ აქვს რა ხდება, ან სურვილი აქვს, რომ დაამყაროს საქართველოსთან ურთიერთობები სხვადასხვა სფეროში, თუმცა ამის შესაძლებლობებს მოკლებულია. ასეთ ვითარებაში ჩვენი საელჩოები გაცილებით უფრო აქტიურები უნდა იყვნენ და აქტიურად უნდა ცდილობდნენ სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების დამყარებასა და ვიზიტების ორგანიზებას.

მოგეხსენებათ ევროკავშირმა თავის მხრივ შეწყვიტა საქართველოსთან დიალოგი (რაც მის დემოკრატიულობის ხარისხის აზიანებს) თუმცა, საქართველოს მიერ ინიცირებულ პროექტს - შავი ზღვის წყალქვეშა კაბელს მიანიჭა განსაკუთრებული სტატუსი. ასეთი მაგალითი როცა სახეზე გვაქვს, შეიძლება ნებისმიერ ქვეყანასთან ვიპოვოთ შეხების წერტილები, ისეთი, რომელიც არ იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და ორივე ქვეყნის ინტერესშია. ამ მიმართულებით საელჩოების გააქტიურება ურიგო ნამდვილად არ იქნებოდა“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თურქეთში, ქაჰრამანმარაშის რეგიონის სკოლაში შეიარაღებულ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა
ნიკოლოზ სამხარაძე - ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ მიიწევენ, რაშიც ვხედავთ ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებას
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერს შეხვდა
არქივი