საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 15 აპრილი 2026, 20:10

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა. მიხეილ ყაველაშვილი მიესალმა ელჩების ვიზიტს საქართველოში და ამგვარი ვიზიტების პოზიტიურ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის ფარგლებში ნაყოფიერ თანამშრომლობაზე, გაეროს საქმიანობაში საქართველოს აქტიურ ჩართულობასა და ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებულ აქტუალურ საკითხებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ხაზი გაესვა ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და გატარებულ რეფორმებს. ასევე ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებსა და მიმდინარე პროცესებზე.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო მიესალმება გაეროს გენერალური მდივნის რეფორმის ინიციატივა UN 80-ს, რომელიც მიზნად ისახავს ორგანიზაციის ეფექტიანობის ზრდასა და სტრუქტურული ცვლილებების საჭიროების გაცნობიერებას. ამასთან, პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს, როგორც ცივილიზაციათა შორის დიალოგისა და მშვიდობის პლატფორმის განსაკუთრებულ როლზე.

საქართველოში სტუმრად მყოფი დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ტონგას, სამოას, ტაჯიკეთის, კონგოს რესპუბლიკის, სენტ-კიტსი და ნევისის, ტიმორ-ლესტეს, პარაგვაის, მავრიკის, ბოტსვანას მუდმივი წარმომადგენლები გაეროსთან.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ნიკოლოზ სამხარაძე - ჩრდილოეთ მაკედონია და საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე წინ ვერ მიიწევენ, რაშიც ვხედავთ ბრიუსელის უსამართლო დამოკიდებულებას
შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა
ეკა სეფაშვილი: ვფიქრობ, ხვალ და ზეგ არა, მაგრამ მომავალში აუცილებლად გადაიხედება ევროკავშირის პოლიტიკა, რომელიც პირდაპირ აზიანებს მათ ეკონომიკას. აუცილებლად შერბილდება მათი ასეთი ხისტი პოლიტიკური განცხადებებიც მომავალში
საქართველოს გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე ადამიანის უფლებათა კომისარს, მაიკლ ო’ფლაერს შეხვდა
ბაჩო ოდიშარია: ქართველი ლიბერალი პოლიტიკურად ნაცია, მაშინ როცა ნაცობა ყველა ლიბერალური ღირებულების ძალადობრივ ხელყოფაშია მხილებული
არქივი