თურქეთში, ქაჰრამანმარაშის რეგიონის სკოლაში შეიარაღებულ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
12 15 აპრილი 2026, 21:16

თურქეთში, ერთ-ერთ საშუალო სკოლაში შეიარაღებულ თავდასხმას ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, 13 კი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეითიდ პრესი“ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ექვსის მდგომარეობა მძიმეა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია ოთხი დაღუპულის შესახებ.

ქაჰრამანმარაშის რეგიონის გუბერნატორმა, მუქერემ უნლუერმა სკოლაში თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა, რომ სკოლაში ცეცხლი მერვე კლასის მოსწავლემ გახსნა.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლე, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღი ზურგჩანთით შეიტანა, ორ საკლასო ოთახში შევიდა და სროლა დაიწყო. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. დაღუპულია თავად 14 წლის თავდამსხმელიც, თუმცა უცნობია, იგი პოლიციამ მოკლა თუ თავი მოიკლა.

თურქული მედიის ცნობით, თავდამსხმელის მამა ყოფილი პოლიციელია, რომელიც სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მოსწავლემ იარაღი მამისგან აიღო. მათი ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეს თან ჰქონდა ხუთი ერთეული იარაღი და შვიდი მჭიდი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი