პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 15 აპრილი 2026, 22:12

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას მეზობელს გულ-მკერდის არეში დანით ჭრილობა მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღო
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაციაა
პოლიციამ ქვემო ქართლში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა
იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
არქივი