მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს აქვს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 16 აპრილი 2026, 02:25

საქართველო, როგორც სანდო პარტნიორი, კეთილსინდისიერად აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციები ეფექტიანად იყოს შესრულებული და ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული მათ გვერდის ასავლელად, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მისი თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ხშირად იყენებენ ამ საკითხს გარკვეული მანიპულაციებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ვამბობთ პოლიტიკური დიალოგი შეწყვეტილი აქვს ევროკავშირს, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს აქვს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში - საქართველო კეთილსინდისიერად, როგორც სანდო პარტნიორი, აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ევროკავშირის სანქციები ეფექტიანად იყოს შესრულებული და ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული მათ გვერდის ასავლელად. თუმცა კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ჩვენთანაც ქვეყნის შიგნით, ძალიან ხშირად, ოპოზიციური პოლიტიკური ძალები იყენებენ ხოლმე ამ საკითხს გარკვეული მანიპულაციებისთვის. მე სულ მახსენდება პარლამენტის ერთ-ერთი სხდომა, სადაც ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთმა დეპუტატმა ხუთწუთიანი გამოსვლის დროს 30-ჯერ ახსენა საქართველო, როგორც შავი ხვრელი იმისათვის, რომ ზიანი მიეყენებინათ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვის. რთულია, როდესაც ასეთ პირობებში გიწევს მუშაობა, მაგრამ ჩვენ ჩვენი მოვალეობები და პასუხისმგებლობები გვაქვს“, - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა - 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია
რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა
მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, რათა ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ
ლევან მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში. 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს
არქივი