მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, რათა ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 16 აპრილი 2026, 02:39

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან, მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, "ღამის კურიერის" ეთერში.

მინისტრის განცხადებით, ამერიკულ მხარესთან გარკვეული სამუშაო დონის შეხვედრები და ვიზიტები იგეგმება:

"ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, მთელი რიგი მიდგომები და დამოკიდებულებები შეცვლილია. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან. იმყოფებოდა ვაშინგტონიდან ვიზიტით საქართველოში არაერთი დელეგაცია, რომელთანაც ჩვენ გვქონდა გარკვეული მოსაზრებების გაცლა. შედგა ასევე სახელმწიფო მდივნის ზარი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ჩვენი პრეზიდენტის და ჩემი მცირეხნიანი კომუნიკაციაც.

მოველით, რომ გარკვეული ნაბიჯები იქნება გადადგმული იმისთვის, რომ ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ და უფრო მეტ თემაზე ვისაუბროთ ამერიკულ მხარესთან, იმისთვის, რომ ის ურთიერთობები, რომელიც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებობდა, ახალი ძალით, ენერგიითა და ახალი შესაძლებლობებით გავაჯეროთ. მოველით, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება გარკვეული კომუნიკაცია, გვექნება შესაძლებლობა, რომ აშშ-ის დელეგაციასთან კიდევ ერთხელ, უფრო დეტალურად განვიხილოთ ჩვენი ურთიერთობები და ამ ურთიერთობების მომავალი. იგეგმება გარკვეული სამუშაო დონის შეხვედრები, ვიზიტები და მოველით, რომ ეს უახლოეს მომავალში განხორციელდება, რათა უფრო დეტალურად გვქონდეს შესაძლებლობა განვიხილოთ ყველა ის საკითხი, რაც მნიშვნელოვანია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა - 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია
რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს აქვს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად
ლევან მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში. 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს
არქივი