რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 16 აპრილი 2026, 07:02

რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„მტრის მიერ დედაქალაქზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა - 12 წლის ბიჭი და 35 წლის ქალი“, - განაცხადა კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ.

ამასთან, კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, დაშავებულია 18 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის რამდენიმე მედიკოსიცაა.

ამასთან, რუსებმა შეტევა განახორციელეს დნიპროზეც, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა ერთი ადამიანი და 10 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში საცხოვრებელი შენობები, ავტოფარეხები და ავტომობილები იწვის. დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ისეთი განვითარებული და კონკურენტუნარიანი, რომელიც შეძლებს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოებთან ევროპულ სტრუქტურებში თანაარსებობას
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2031 წლისთვის მსოფლიო ეკონომიკის გრძელვადიანი პროგნოზები გამოაქვეყნა - 2013-2031 წლების რეალური და მსყიდველუნარიანი ეკონომიკური კეთილდღეობის პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია
მაკა ბოჭორიშვილი: სახელმწიფო დეპარტამენტთან საკმაოდ ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს, მოველით, რომ გადაიდგმება გარკვეული ნაბიჯები, რათა ჩვენი პოლიტიკური დიალოგი უფრო ინტენსიური გავხადოთ
მაკა ბოჭორიშვილი: მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელს აქვს ერთგვარი გაბუტვის პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა არ იყოს გამოყენებული ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ასავლელად
ლევან მაჭავარიანი: გვითხრან ერთი ფაქტი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული საქმე ან რით გაზარდა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული გავლენები საქართველოში. 14 წელი გავიდა, ერთი რაღაც მაინც ხომ უნდა გაგვეკეთებინა, ამაზე პასუხი არ არსებობს
არქივი