პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დაგეგმილ გამოსვლაზე: ჩვენი მთავარი სათქმელი არის ახალი საფრთხეები, რომლებიც კარგად ჩანს ყველა ქვეყანაში, ყველა ცდილობს, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები გარეჩარევისგან დაიცვას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 16 აპრილი 2026, 11:31

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც იგი დღეს სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე გამოსვლისას გაამახვილებს ყურადღებას.

„კონფერენციაზე ჩვენი მთავარი სათქმელი არის ის ახალი საფრთხეები, რომლებიც ძალიან კარგად ჩანს ყველა ქვეყანაში. ყველა ცდილობს დღესდღეობით, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები გარეჩარევისგან დაიცვას. ამ მხრივ ვისაუბრებ ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე, რომ ჰიბრიდულ, გარეჩარევის საფრთხეებს ერთგვაროვანი პასუხი გაეცეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, რომლებიც ასევე სტამბოლში გაიმართება, საუბარი შეეხება საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობას.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან გვექნება საუბარი საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რასაც ჩვენ ვხედავთ ბრიუსელის მხრიდან, როდესაც სამწუხაროდ, დიალოგის გზებს კეტავენ და არის ცალმხრივი დირექტივების მიდგომა, რომელიც სულ უფრო მძლავრობს ბრიუსელში. ამიტომ მნიშვნელოვანია, უშუალოდ მივაწვდინოთ ხმა წევრი ქვეყნების პარლამენტებს და ვაჩვენოთ, რომ ის გზა, რომელიც დღეს ბრიუსელს აქვს არჩეული საქართველოსთან და ზოგადად, კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებაში, ევროპულ ღირებულებებს სრულად აცდენილია. მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა პარლამენტებმა საკუთარი პოზიციებიც აჩვენონ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა ექნებათ, როგორც პირისპირ ფორმატში, ისე პლენარული დისკუსიების ფარგლებში.

პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე კანდიდატი ქვეყნების და აზიის ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ლევან ჯანგველაძის საქმის პროკურორი - ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე, ეს არის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზება
ნიკოლოზ სამხარაძე - ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია მივაწოდეთ საქართველო-ევროკავშირის უთანხმოებაზე, ვუამბეთ ჩვენი ქვეყნის არჩევნებში რიგი ევროპელი პოლიტიკოსების ჩარევაზე
ლევან ჟორჟოლიანმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან დაადასტურა საქართველოს მზაობა, ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის
შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
არქივი