მაია ბითაძე: ნათლად იკვეთება, რომ მსოფლიოში გარკვეული ახალი დღის წესრიგი არსებობს, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს ყველა სახელმწიფომ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
63 16 აპრილი 2026, 11:33

ნათლად იკვეთება, რომ მსოფლიოში გარკვეული ახალი დღის წესრიგი არსებობს, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს ყველა სახელმწიფომ, - განაცხადა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ თურქეთში ოფიციალური ვიზიტისას.

„ამ შეხვედრების დროს და ზოგადად ასამბლეაზე ნათლად იკვეთება, რომ მსოფლიოში გარკვეული ახალი დღის წესრიგი არსებობს, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს ყველა სახელმწიფომ. თითოეულმა სახელმწიფომ საპარლამენტო დიპლომატიისა და საკუთარი სუვერენული ეკონომიკური ინტერესებით უნდა გააძლიეროს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები", - აღნიშნა ბითაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტამბოლში ვიზიტით იმყოფება. პარლამენტის თავმჯდომარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც დაგეგმილია პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. ასევე, შალვა პაპუაშვილი სტამბოლში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თეკლა თიკანაშვილი: იზრდება ინტერესი ჩვენი კონფერენციების მიმართ, ჩვენს მიმართ ახალგაზრდებში იზრდება ნდობა და თანამშრომლობის სურვილი
ვარლამ ლიპარტელიანი: შეხვედრის მიზანია მეტი კომუნიკაცია იყოს ახალგაზრდებთან. მათი როლი უმნიშვნელოვანესია ქვეყნის განვითარებაში და წინსვლაში
შალვა პაპუაშვილი: საქართველოსთვის მართლმადიდებლობა მხოლოდ სარწმუნოება არ არის, ის ეროვნული იდენტობის და ისტორიული უწყვეტობის საფუძველია
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები გრძელდება - შეკვეთილში ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ცოტნე ივანიშვილიც იმყოფება
ტრამპმა, შესაძლოა, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ვადას არ გააგრძელოს
არქივი