შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ საქართველოსთან და კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით ბრიუსელის მიერ არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს სრულად აცდენილია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
64 16 აპრილი 2026, 11:35

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს გარე ჩარევის საფრთხეებზე ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან გაიმართება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე და არსებულ სამწუხარო მოცემულობაზე.

„დღეს იქნება ასამბლეის ძირითადი დღე, როცა გვექნება შესაძლებლობა, ორმხრივ ფორმატში გავმართოთ შეხვედრები, მათ შორის შეხვედრა შედგება ლუქსემბურგის პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეგიონის პარლამენტის თავმჯდომარეებთან. იქნება შესაძლებლობა, ასამბლეას სიტყვით მივმართო. კონფერენციაზე ჩვენი მთავარი სათქმელი ის ახალი საფრთხეებია, რომლებიც ყველა ქვეყანაში კარგად ჩანს. ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარი, ეროვნული ინტერესები გარე ჩარევებისგან დაიცვას და ამ მხრივ, ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე ვისაუბრებ, რომ გარე ჩარევის ჰიბრიდულ საფრთხეებს ერთგვაროვანი პასუხი გაეცეს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან იქნება მსჯელობა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებზე, იმ სამწუხარო მოცემულობაზე, რასაც ბრიუსელის მხრიდან ვხედავთ. სამწუხაროდ, დიალოგის რეჟიმს კეტავენ და ცალმხრივი დირექტივების მიდგომაა, რომელიც სულ უფრო მძლავრია ბრიუსელში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ხმა მივაწვდინოთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს და ვაჩვენოთ, რომ გზა, რომელიც დღეს აქვს ბრიუსელს არჩეული საქართველოსთან და კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით, სრულად აცდენილია ევროპულ ღირებულებებს. მნიშვნელოვანია, ევროპულმა პარლამენტმა ამ მხრივ საკუთარი პოზიციებიც აჩვენონ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტამბოლში საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს 10-ზე მეტი შეხვედრა ექნებათ, როგორც პირისპირ ფორმატში, ისე პლენარული დისკუსიების ფარგლებში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდება როგორც ევროკავშირის წევრი, ასევე კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის პროპაგანდისტის მხრიდან სპორტსმენების შეურაცხყოფაზე: დღეს ის, ვინც თავს ეძახის პროევროპულ ძალას, არის ძალა, რომელიც აფრქვევს ზიზღს. ეს შეძლო ბრიუსელმა საქართველოში, რომ საკუთარი თავი დააკავშირა ზიზღთან
ქართველიშვილი დიუშენის საწინააღმდეგო პრეპარატზე: მძიმე დიაგნოზისა და ემოციური ზეწოლის ფონზე ხელისუფლება დგება არჩევანის წინაშე: დახარჯოს ათეულობით მილიონი არასრულად დადასტურებულ თერაპიაზე ან მიიღოს ბრალდება „არაჰუმანურობაში“
გია აბაშიძე დიუშენის საწინააღმდეგო პრეპარატზე: ნაცნაძირლები დაავადებული შვილებისთვის თავგანწირულ მშობლებს, სამწუხაროდ, აჯერებენ, რომ არსებობს ეფექტური მედიკამენტი, რომელიც „არაჰუმანურ“ ხელისუფლებას არ შემოაქვს
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ინტელექტუალური საკუთრების თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გახსნა
შალვა პაპუაშვილი: თუ ვინმეს ჰგონია, რომ შეუძლია მოვიდეს, გვირტყას და გავჩუმდებით, მაშინ ჩვენი ქვეყნის ისტორია არ სცოდნია. ჩვენ საბჭოთა მოსკოვს არ ვუჩუმდებოდით და როგორმე ახლა ბრიუსელს არ გავუჩუმდებით
არქივი