უსამშობლოთა ნაცსექტამ აბასთუმანზე ავიარეისების ცვლილება ბიძინა ივანიშვილის „კერძო ინტერესებს“ დაუკავშირა, თუმცა იგნორირებულია მთავარი - ინიციატორები აბასთუმნის ობსერვატორიის ქართველი მეცნიერები იყვნენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
179 16 აპრილი 2026, 13:01

უსამშობლოთა ნაცსექტა ტრადიციულად შეეცადა აბასთუმანზე ავიარეისების მარშრუტების ცვლილება, კიდევ ერთ ბრალდებად წარმოეჩინა და ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა იმაში, თითქოს საჰაერო დერეფანი მხოლოდ მისი აბასთუმანში „კერძო ინტერესების“ დაცვის გამო „გადაიხაზა“. თუმცა ამ ბრალდებებში თითქმის მთლიანად იგნორირებულია მთავარი ფაქტი: ინიციატორები იყვნენ არა პოლიტიკოსები და არა ჩინოვნიკები, არამედ ქართველი მეცნიერები, რომლებიც აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობენ და ვისთვისაც ცის სისუფთავის დაცვა პოლიტიკური რიტორიკა კი არა, სამეცნიერო საქმიანობის ფუნდამენტური პირობაა, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ქართველი მეცნიერების მოთხოვნა, რომ აბასთუმნის ირგვლივ ფრენების მარშრუტი შეიცვალოს, სრულიად ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა. მისი თქმით, თუ ირანის კრიზისის გამო საქართველოს თავზე საჰაერო ნაკადი დღეში რამდენიმე ათას რეისამდე გაიზარდა და ახალი ტრასა მგრძნობიარე ასტრონომიულ ზონას გადაუვლიდა, მეცნიერები ვალდებულნი არიან რეაგირება მოახდინონ.

მისი შეფასებით, ასეთ ვითარებაში ვერსია „ივანიშვილის პირადი ახირების“ შესახებ - ჩვენი სექტანტების მხრიდან მორიგი ნაც-სიჩლუნგის მაგალითია, რომელიც ვერ იქნება წერტილოვანი, არამედ კომპლექსურია.


„უსამშობლოთა ნაცსექტა ტრადიციულად შეეცადა აბასთუმანზე ავიარეისების მარშრუტების ცვლილება, კიდევ ერთ ბრალდებად წარმოეჩინა და ბიძინა ივანიშვილი დაადანაშაულა იმაში, თითქოს საჰაერო დერეფანი მხოლოდ მისი აბასთუმანში „კერძო ინტერესების“ დაცვის გამო „გადაიხაზა“. თუმცა ამ ბრალდებებში თითქმის მთლიანად იგნორირებულია მთავარი ფაქტი: ინიციატორები იყვნენ არა პოლიტიკოსები და არა ჩინოვნიკები, არამედ ქართველი მეცნიერები, რომლებიც აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მუშაობენ და ვისთვისაც ცის სისუფთავის დაცვა პოლიტიკური რიტორიკა კი არა, სამეცნიერო საქმიანობის ფუნდამენტური პირობაა.

მსგავს მოთხოვნებს სრულიად სერიოზული სამეცნიერო საფუძველი აქვს და მსოფლიო პრაქტიკაში ეს სულაც არ არის უნიკალური შემთხვევა. თუ საუბარია აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაზე -კავკასიის ერთ-ერთ უძველეს სამეცნიერო ცენტრზე, რომელიც 1932 წელს დაარსდა და ფუნქციონირებს სწორედ რეგიონის უნიკალურად ბნელი და სტაბილური ცის წყალობით - მის ირგვლივ საჰაერო მარშრუტების კორექტირება სრულიად ლოგიკურია ასტრონომიული დაკვირვებების დაცვის თვალსაზრისით. ოპტიკური ობსერვატორიებისთვის კრიტიკულია არა მხოლოდ ჰაერის დაბინძურება და სინათლის სიმკრთალე, არამედ თვითმფრინავების კონდენსაციური კვალი, ვიბრაციული ხმაური, ელექტრომაგნიტური ჩარევა და
ღამის ცის ფონური განათების ზრდა.

აბასთუმანი ისტორიულად ფასობს სწორედ დაბალი სინათლის დაბინძურებითა და ატმოსფეროს მაღალი ხარისხით დაკვირვებებისთვის.

მსოფლიოში ასეთი პრეცედენტები არაერთია. ჰავაიზე, მაუნა-კეას ობსერვატორიების რაიონში, ავიამარშრუტები სპეციალურად კორექტირდება ატმოსფერული და სინათლის ჩარევის შესამცირებლად; ჩილეში, ESO-ს კომპლექსების (პარანალი, სერო-ტოლოლო) ირგვლივ მოქმედებს სპეციალური დამცავი რეჟიმები, რომლებიც არეგულირებს არა მხოლოდ განათებას, არამედ საჰაერო აქტივობასაც; ხოლო ისეთი რადიოტელესკოპებისთვის, როგორიცაა ALMA, SKA და Murchison Observatory, შექმნილია მთელი „რადიო-სიჩუმის ზონები“, სადაც ფრენებისა და გადამცემი სიგნალების შეზღუდვა საერთაშორისო ნორმაა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქართველი მეცნიერების მოთხოვნა, რომ აბასთუმნის ირგვლივ ფრენების მარშრუტი შეიცვალოს, სრულიად ნორმალური საერთაშორისო პრაქტიკაა. თუ ირანის კრიზისის გამო საქართველოს თავზე საჰაერო ნაკადი დღეში რამდენიმე ათას რეისამდე გაიზარდა და ახალი ტრასა მგრძნობიარე ასტრონომიულ ზონას გადაუვლიდა, მეცნიერები ვალდებულნი არიან რეაგირება მოახდინონ. ასეთ ვითარებაში ვერსია „ივანიშვილის პირადი ახირების“ შესახებ - ჩვენი სექტანტების მხრიდან მორიგი ნაც-სიჩლუნგის მაგალითია, რომელიც ვერ იქნება წერტილოვანი, არამედ კომპლექსურია“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი