შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
54 16 აპრილი 2026, 13:03

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის პარლამენტის - დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე კლოდ ვისელერს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა კლოდ ვისელერს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის დიალოგის გაღრმავება. ხაზი გაესვა საპარლამენტო კავშირების გაძლიერების მნიშვნელობას, მათ შორის ვიზიტების განხორციელების გზით.

შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო საქმიანობაზე და, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული ომები უკრაინასა და ირანში და მათი გავლენა რეგიონისა და ევროკავშირის ქვეყნებზე.

შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა
კახა კალაძე - მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა, რატომ გინდათ, ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
დიმიტრი მედვედევი - ევროპული კომპანიები, რომლებიც უკრაინისთვის დრონებს ამზადებენ, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ
შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: 2025 წლის 4 ოქტომბერს ჰქონდათ მცდელობა, მოეწყოთ ძალადობრივი რევოლუცია, ეს ჩაუფლავდათ იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად მუშაობენ
არქივი