ლევან ჟორჟოლიანმა „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციასთან დაადასტურა საქართველოს მზაობა, ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
60 16 აპრილი 2026, 13:04

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრებს - გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორ ნიკლას ვაგნერს, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორ ბრის როკფეის და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაიკლ გიერგონს შეხვდა.

მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები მიმოიხილეს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული დიალოგის მნიშვნელობას.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, საქართველო კვლავაც ადასტურებს მზაობას ევროკავშირის ინსტიტუტებთან დიალოგისა და წევრ სახელმწიფოებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, ხელისუფლება განაგრძობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელებას.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
კახა კალაძე - ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა
კახა კალაძე - მეცნიერთა ჯგუფმა მიმართა მთავრობას, რომ აბასთუმანში დაკვირვების პროცესში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა, რატომ გინდათ, ყველაფერში ცუდი ეძიოთ?
დიმიტრი მედვედევი - ევროპული კომპანიები, რომლებიც უკრაინისთვის დრონებს ამზადებენ, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის პოტენციურ სამიზნეებს წარმოადგენენ
შალვა პაპუაშვილი ვიეტნამის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე: 2025 წლის 4 ოქტომბერს ჰქონდათ მცდელობა, მოეწყოთ ძალადობრივი რევოლუცია, ეს ჩაუფლავდათ იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად მუშაობენ
არქივი