იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ეხმაურება „ქრონიკის“ ინფორმაციას, რომ ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ ერთი ლიდერი იგორ ბლაჟევიჩი უწერს.
„როდესაც 2025 წლის 4 ოქტომბერს მათ ჰქონდათ მცდელობა, მოეწყოთ ძალადობრივი რევოლუცია და ძალადობრივად დაემხოთ არჩეული ხელისუფლება, ეს ჩაუფლავდათ იმიტომ, რომ სამართალდამცავი ორგანოები შესაბამისად მუშაობენ და უზრუნველყოფენ ამ ქვეყანაში მშვიდობას და უსაფრთხოებას. ეს მცდელობები მათ ყოველთვის ჩაუფლავდებათ, მაგრამ მცდელობებიც კი დანაშაულია და შესაბამისად, ეს გამოძიებას საჭიროებს”, - განაცხადა გორდულაძემ.
„ქრონიკისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბლაჟევიჩმა ოპოზიციას უკვე ათზე მეტი ტრენინგი ჩაუტარა, მათ შორის რამდენიმე დღის წინაც და კონკრეტული დავალებებიც გასცა. „ქრონიკის“ ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილ არეულობაზე ინფორმაცია აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მათ შორის უცხოელი კოლეგების მხრიდან და ამ საკითხზე სამართლებრივ რეაგირებასაც აწარმოებს.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |