კახა კალაძე - ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
44 16 აპრილი 2026, 15:14

მოსახლეობა წყვეტს, ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას განაცხადა. 

მისი თქმით, ბოლო წლებში ქართველმა ხალხმა ძალიან კარგად დაინახა, ვინ ვინ არის და ვის ემსახურება. 

„ახლა მიხვდნენ ხომ, რომ არჩევნები მნიშვნელოვანია? ქვეყანაში ვინ უნდა იყოს ხელისუფალი, რა თქმა უნდა, ამას წყვეტს მოსახლეობა. ილუზია, რაც სალომე ზურაბიშვილს აქვს, რომ ვიღაცა გარედან ბრძანებებს გასცემს, ვიღაცა ვიღაცას დაავალებს ან მანიპულაციებს განახორციელებს საზოგადოებაზე, ქართველ ხალხზე, არ გამოგივათ. ქართველმა ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ვინ ვინ არის და ვის ემსახურება, ვინ არის სალომე ზურაბიშვილი, ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშაა. თქვენ, გინდ ინდივიდუალურად, გინდ პოლიტიკური პარტიებით, თუნდაც დღეს ახალი პარტიები შექმნათ, ახალი სახელები დაირქვათ, არაფერი გეშველებათ. თქვენ გაქვთ ერთი მთავარი სახელი – ხართ მოღალატეები. ეს არის რეალობა, მოცემულობა იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რასაც აკეთებდით და დღესაც აკეთებთ მოღალატეობრივი ქმედებები ქართველი ხალხის და ქვეყნის წინააღმდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბშვილმა განაცხადა, რომ არჩევნების სჯერა და სურს, „ქართული ოცნების“ წასვლა არჩევნებით მოხდეს. მისი თქმით, არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა საქართველოს თავის „რელსებზე“ დააბრუნებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე - ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს
კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე - ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს
არქივი