ირაკლი კობახიძე გაერო-სთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 16 აპრილი 2026, 15:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაერო-სთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ეკონომიკურ და საინვესტიციო შესაძლებლობებს. მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილია მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ეკონომიკური განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

„ხაზგასმით აღინიშნა მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობისა და დიალოგის მნიშვნელობა, განსაკუთრებით მსოფლიოში უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების გათვალისწინებით.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გაეროს შორის არსებულ მრავალწლიან ნაყოფიერ თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რომელსაც გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყოველწლიურად იღებს.

მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე და გაეროში სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას უნდა მოეშვას, ერთი "აიტიშნიკი" ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?
სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს
თამარ იოსელიანი - შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, რათა შემცირდეს საკონდენსაციო კვალის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი
ნიკა გვარამია - ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველ/მეპროტესტეს, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც
მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
არქივი