პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 16 აპრილი 2026, 16:32

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, პიტ ჰეგსეტი ირანს საბრძოლო მოქმედებების განახლებით დაემუქრა.

როგორც ჰეგსეტმა ტრადიციული პრესკონფერენციის დროს განაცხადა, შეერთებული შტატები მასშტაბური საბრძოლო მოქმედებებიდან მსოფლიო დონის ბლოკადაზე გადავიდა, თუმცა ამერიკულ ჯარს ომის განახლება შეუძლია.

„აშშ-ის შეიარაღებული ძალები მდოვრედ გადავიდა მასშტაბური საბრძოლო მოქმედებებიდან მსოფლიო დონის ბლოკადაზე. ჩვენ შეგვიძლია გავიმეოროთ ეს გადასვლა უფრო სწრაფად და მეტად ეფექტიანად, ვიდრე ოდესმე“, - განაცხადა ჰეგსეტმა.

პენტაგონის შეფმა აგრეთვე დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განკარგულების თანახმად, სამხედრო უწყება უზრუნველყოფს, რომ ირანს არასდროს ჰქონდეს ბირთვული იარაღი.

„ჩვენ ვცდილობთ ეს მშვიდობიანი გზით გავაკეთოთ, გარიგების მეშვეობით, რომელსაც დადებენ ჩვენი შესანიშნავი ვიცე-პრეზიდენტი და მომლაპარაკებელთა გუნდი, ან ჩვენ ამას უფრო რთული გზით ვიზამთ“, - დასძინა ჰეგსეტმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეხვდა
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ირაკლი ჩიქოვანმა და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე - ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს
კახა კალაძე პეტერ მადიარის განცხადებაზე - ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა, არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა საქმეებში, როგორც ამას ზოგიერთი ევროპული სახელმწიფო ცდილობს
ირაკლი კობახიძე გაერო-სთან აკრედიტებულ სხვადასხვა ქვეყნის მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა
არქივი