საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იოანის პლაკიოტაკისს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის ათასწლოვან ისტორიულ და კულტურულ კავშირებს.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა საბერძნეთში მცხოვრები ქართული დიასპორის მხარდაჭერისთვის. საბერძნეთის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, რომ ეთნიკური ბერძნები საქართველოში ადგილობრივი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ.
მხარეებმა გამოხატეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მზაობა. აგრეთვე, აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ვაჭრობისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობის პოტენციალის უკეთ გამოყენება.
მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებს.
შეხვედრა შედგა თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |