შალვა პაპუაშვილი: რადიკალური ოპოზიციის მთავარი პრობლემა არის ერთი რამ - არ უნდათ ქართველობა. უნდათ იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
62 16 აპრილი 2026, 19:00

რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს.

პაპუაშვილს ჰკითხეს, რას ფიქრობს უნგრეთში განვითარებული მოვლენების ფონზე ოპოზიციის განწყობაზე.

„რადიკალურ ოპოზიციას აქვს მთავარი ფსიქოლოგიური პრობლემა, რომ ისინი სხვისი ცხოვრებით ცხოვრობენ. შეხედავენ ვენესუელას - უნდათ ვენესუელობა, შეხედავენ უნგრეთს, უნდათ უნგრელობა, შეხედავენ ნეპალს, უნდათ ნეპალელობა. მთავარი არის ერთი რამ, არ უნდათ ქართველობა. ეს არის მათი მთავარი პრობლემა. უნდათ იყვნენ ნებისმიერი სხვა, მაგრამ არა ქართველი. არა ქართველს არ ექნება არასდროს წარმატება საქართველოში. როდესაც პოლიტიკური ჯგუფი თავის პოლიტიკას არ აფუძნებს ქართულ გამოცდილებაზე, პოლიტიკასა და ინტერესებზე, წარმატების პერსპექტივა არ აქვთ. ეს აჩვენებს სასოწარკვეთას, რომელიც რადიკალურ ოპოზიციაშია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი - გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას უნდა მოეშვას, ერთი "აიტიშნიკი" ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?
სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს
თამარ იოსელიანი - შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, რათა შემცირდეს საკონდენსაციო კვალის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი
ნიკა გვარამია - ყველაფერი რომ ჩემკენ მოყავს ზოგიერთ დაუძინებელ მეგობარს, პოლიტიკოსს, ჟურნალისტს თუ ამომრჩეველ/მეპროტესტეს, უსიამოვნოცაა, ტყუილიც და დამაზიანებელიც
მაკა ბოჭორიშვილსა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
არქივი