სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 16 აპრილი 2026, 19:56

სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს. ადვოკატმა იურა დილანიანმა განაცხადა, რომ დილიდან ანტიკორუფციულმა კომიტეტმა არტაშატში პარტია „ძლიერი სომხეთის“ სხვადასხვა ოფისში ჩხრეკა ჩაატარა და პარტიის წევრები დააკავა.

„დილიდან ვცდილობდით, გაგვერკვია, სად წაიყვანეს ეს ადამიანები, რა სტატუსი აქვთ და რატომ, მაგრამ არანაირ ინფორმაციას არ გვაწვდიან. დილიდან ვცდილობდით ანტიკორუფციული კომიტეტის შენობაში შესვლას ჩვენი კლიენტების დასაცავად, მაგრამ არ გვიშვებენ“, – აღნიშნა ადვოკატმა.

პარალელურად, სომხეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული კომიტეტი პარტია „ძლიერი სომხეთის“ წევრის, გოჰარ მელოიანის, პარტიის მხარდამჭერებისა და წევრების დაკავებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ავრცელებს, რომლის 14 ადამიანი საარჩევნო ქრთამის მიცემისა და მიღების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეზე დააკავეს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში თურქეთის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმანში შემზღუდველი ზონის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
შალვა პაპუაშვილი - გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას უნდა მოეშვას, ერთი "აიტიშნიკი" ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?
თამარ იოსელიანი - შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, რათა შემცირდეს საკონდენსაციო კვალის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი
არქივი