შალვა პაპუაშვილი - გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას უნდა მოეშვას, ერთი "აიტიშნიკი" ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
61 16 აპრილი 2026, 20:12

მატრაკვეცობას უნდა მოეშვან. გერმანიის ხელისუფლება თავს ასაგდებად და დასაცინად იხდის ასეთი სამარცხვინო, სასაცილო თავის მართლებებით , - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით არსებულ ინფორმაციას, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტადაა მოხსენიებული.

შალვა პაპუაშვილის თქმით, დაუჯერებელია, რომ გერმანიის საგარეო უწყებაში „ერთი "აიტიშნიკი" ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე“.

„მიჭირს რაიმე სერიოზული განცხადების გაკეთება. რა უნდა ვთქვა, გარდა იმისა, რომ მატრაკვეცობას უნდა მოეშვან. გერმანიის ხელისუფლება რომ ასე თავს ასაგდებად იხდის და საკუთარ თავს დასაცინად იხდის ასეთი სამარცხვინო, სასაცილო თავის მართლებებით, ხომ უნდა მიხვდნენ, რა დამართეს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას ასეთი ქცევით. ასე ელაპარაკონ საკუთარ ელჩს და ერთმანეთთან ილაპარაკონ ასეთი უპატივცემულო ტონით, თუკი ჰგონიათ, რომ აქ ვინმეს ნაცარს შეაყრიან თვალში, რომ ერთი "აიტიშნიკი'" ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე? მერე იმას გვედავებიან ხოლმე, რომ ფული გვაქვს დასახარჯი, თქვენ უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო, საკუთარ ვებგვერდს მიხედონ ჯერ და მერე ილაპარაკონ ქართველ ხალხს.

რეალური მიზეზი თქვან, თუკი რაიმე სათქმელი აქვთ. მთელი სამარცხვინობა ამ ყველაფრისა არის ის, რომ სინამდვილეში რაც უნდათ, რომ თქვან, ვერც ამბობენ. არჩევნებში უნდოდათ სხვა შედეგი, დამარცხდნენ და ამ დამარცხების არ აღიარების პროცესში არიან ახლა და ამის თქმასაც ვერ ბედავენ. ამხელა ქვეყანა ამის თქმას ვერ უბედავს ქართველ ხალხს და კატათაგვობანას გვეთამაშებიან. არასერიოზულია. რა სახეც შეუქმნა გერმანის ელჩმა გერმანიას, სამწუხაროდ ამის გაგრძელებაა ეს ყველაფერი. დღეგამოშვებით შევამოწმებთ ვებ-გვერდს, შევხედავთ, ქართველი ხალხის ნებას რომელი კალენდარული წლის, რომელი კალენდარული თვის, რომელიც კალენდარული დღეს აღიარებენ. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. აქამდე თუ რუსეთისგან გვქონდა სუვერენიტეტი დასაცავი, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ამას ვიცავთ, აღმოჩნდა, რომ ასეთი წვრილმანი, მართლაც მდაბიო საქციელით ცდილობენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის ხელყოფას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა „ვაიმარის სამკუთხედის“ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ქართული მხარის მხრიდან კითხვა დაისვა გერმანიის საგარეო უწყების ვებ-გვერდზე საქართველოსთან დაკავშირებით განთავსებულ ინფორმაციაზე, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტადაა მოხსენიებული.

ლევან მახაშვილი აღნიშნავს, რომ გერმანულმა მხარემ მიზეზად ტექნიკური პრობლემა დაასახელა. დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში აღმოიფხვრება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში თურქეთის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმანში შემზღუდველი ზონის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს
თამარ იოსელიანი - შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, რათა შემცირდეს საკონდენსაციო კვალის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი
არქივი