მაკა ბოჭორიშვილი ვაიმარის სამკუთხედის საგარეო უწყებების წარმომადგენლებს შეხვდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 16 აპრილი 2026, 21:11

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა მიიღო ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების წარმომადგენლები - საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დირექტორი ბრის როკეფეი, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი ნიკლას ვაგნერი და პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, მიხალ გიერგონი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებს. მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და ამ კონტექსტში, ხაზი გაუსვეს სტაბილურობისა და უსაფრთხოების მნიშვნელობას.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, პრიორიტეტებზე და თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო უწყებების წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში თურქეთის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
ეკონომიკის სამინისტრო აბასთუმანში შემზღუდველი ზონის შექმნის მიზნობრიობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შალვა პაპუაშვილი - გერმანიის ხელისუფლება მატრაკვეცობას უნდა მოეშვას, ერთი "აიტიშნიკი" ვერ მოძებნეს, რომ სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე?
სომხეთში ოპოზიციური პარტია „ძლიერი სომხეთის“ 14 წევრი დააკავეს
თამარ იოსელიანი - შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს, რათა შემცირდეს საკონდენსაციო კვალის ალბათობა და დაცული იყოს ასტრონომიული დაკვირვებების ხარისხი
არქივი