მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში თურქეთის ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
16 16 აპრილი 2026, 21:24

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის დინამიური დღის წესრიგი და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივები.

„საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას, აღინიშნა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერის აუცილებლობა, როგორც რეგიონის განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის წინაპირობა. მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
არქივი