მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ანტალიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის შეხვედრა შედგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
51 16 აპრილი 2026, 23:00

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ქართული დელეგაციის ანტალიაში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ანტალიის ფორუმის ფარგლებში შედგება შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის.

„ანტალიის ფორუმში საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღებს მონაწილეობას. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ფორუმი. წელს მასში მონაწილეობას მიიღებს 20-მდე სახელმწიფოს ლიდერი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრები. ეს არის კარგი შესაძლებლობა გვქონდეს შეხვედრები კოლეგებთან. შედგება ასევე შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის. ანტალიის ფორუმის ფარგლებში ასევე გაიმართება ლიდერების პანელი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ისაუბრებს თანამედროვე გამოწვევებსა, თუ სამომავლო ხედვებზე“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური ანტალიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ექნება ბირთვული იარაღი
გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ
რომის პაპმა მკაცრად გააკრიტიკა ის ლიდერები, რომლებიც მილიარდებს ხარჯავენ ომებზე
არქივი