გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 16 აპრილი 2026, 23:55

იმედი მაქვს, რომ ადრე თუ გვიან საღი აზრი თავის შედეგს გამოიტანს. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.

მისი თქმით ევრობიუროკრატია და ევროკავშირი ახლა „გაბუტვის პოლიტიკას“ ეწევიან საქართველოს მიმართ.

„ასეთ პოლიტიკას, რასაც ურთიერთობების გაწვეტა ჰქვია საქართველოსთან, მოლაპარაკებების შეწყვეტა ნაწილი ქვეყნების უჭერს მხარს. მაგრამ ტენდენცია არის იმდაგვარი, რომ სულ უფრო და უფრო იზრდება ისეთი სახელმწიფოების რაოდენობა რომლებიც ხვდებიან, რომ ეს არასწორი დამოკიდებულება არის საქართველოს მიმართ და საჭირო არის დიალოგი. მე იმედი მაქვს, რომ ეს ადრე თუ გვიან თავის შედეგს გამოიტან, ეს საღი აზრი, სწორი აზრი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის. არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, რეზოლუციაში სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხი უნდა მოგვთხოვო“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი - ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი
Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ექნება ბირთვული იარაღი
გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
არქივი