გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
42 17 აპრილი 2026, 00:05

არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

დეპუტატს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს მთავრობის შესახებ განთავსებული მოძველებულ ინფორმაციაზე.

„როგორ შეიძლება ამაზე სერიოზულად ვისაუბროთ, რომ [გერმანიის] საგარეო საქმეთა ვებგვერდზე ამდენი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა ორი სახელისა და გვარის ჩასწორება. მეორეს მხრივ, ეს ბევრის მთქმელია და წარმოაჩენს იმ უსამართლო დამოკიდებულებას, რაზეც აქამდე ვსაუბრობდით. არჩევნების დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკას მიჰყოლოდნენ, თითქოს არჩევნები გაყალბდა და ა.შ., მაგრამ ვფიქრობ თვითონაც გარკვეულწილად ჩიხში არიან.

წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს. სახელმწიფოში ელჩი გყავს და საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ორი სახელისა და გვარის შეცვლას ვერ ახერხებ, არასერიოზულია“, - აღნიშნა კახიანმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაგზავნილია საქართველოს ნოტა. საქმე ეხება ოფიციალური მონაცემების განახლებას. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე, საქართველოს პრეზიდენტად ისევ მითითებულია სალომე ზურაბიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი - ილია დარჩიაშვილი. ოფიციალური წერილის მიუხედავად მონაცემები ამ დრომდე განახლებული არ არის, ეს მაშინ, როცა გერმანიას იგივე მიდგომა არ აქვს მაგალითად, რუსეთისა და სირიის შემთხვევაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი - ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი
Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ექნება ბირთვული იარაღი
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ
არქივი