Daily Mail: კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
9 17 აპრილი 2026, 01:14

კრემლმა გამოაქვეყნა „პოტენციური სამიზნეების“ სია ლონდონში, ლესტერში, რედინგსა და საფოლკში, რომლებიც, მისი მტკიცებით, უკრაინისთვის დრონებს აწარმოებენ. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი ავრცელებს.

სიაში ასევე მოხვდა გერმანიის, დანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ჩეხეთის არაერთი ქარხანა, რომლებიც, სავარაუდოდ, უკრაინულ დრონებს უშვებენ.

გარდა ამისა, სიაშია ის ობიექტებიც გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, ჩეხეთში, ისრაელსა და თურქეთში, სადაც რუსეთის მტკიცებით, კომპონენტების წარმოება ხდება.

„ტკბილად დაიძინეთ, ევროპელო პარტნიორებო!“ - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა პლატფორმა X-ზე.

ერთ-ერთი ობიექტი, რომელიც დიდი ბრიტანეთის პოტენციურ სამიზნეთა სიაში მოხვდა, საფოლკში, მილდენჰოლში მდებარეობს, სადაც ასევე სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების (RAF) ბაზაა განთავსებული.

აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც რუსეთის არმიამ ღამის განმავლობაში უკრაინის მიმართულებით ასობით დრონი გაუშვა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროპული სახელმწიფოების გადაწყვეტილება კიევისთვის დრონების წარმოების გაზრდის შესახებ იყო „გამიზნული ნაბიჯი, რომელიც იწვევს სამხედრო-პოლიტიკური ვითარების მკვეთრ ესკალაციას მთელ ევროპის კონტინენტზე და ამ ქვეყნების მცოცავ ტრანსფორმაციას უკრაინის სტრატეგიულ ზურგად“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გააფრთხილა მხარეები, რომ რუსეთზე თავდასხმები იმ დრონების გამოყენებით, რომლებიც უკრაინისთვის ევროპაში იწარმოება, „არაპროგნოზირებადი შედეგებით“ არის დატვირთული.

„ევროპული სახელმწიფოების უსაფრთხოების განმტკიცების ნაცვლად, ევროპელი ლიდერების ქმედებები ამ ქვეყნებს სულ უფრო მეტად ითრევს რუსეთთან ომში“, - აცხადებს სამინისტრო.

„ევროპულმა საზოგადოებამ არა მხოლოდ ნათლად უნდა გააცნობიეროს მათი უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხეების რეალური მიზეზები, არამედ უნდა იცოდეს იმ „უკრაინული“ და „ერთობლივი“ საწარმოების მისამართები და მდებარეობა, რომლებიც მათ ტერიტორიაზე უკრაინისთვის დრონებსა და კომპონენტებს აწარმოებენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვიქტორ ორბანი - ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, ამბიციის ან შთაგონების მიღებას, ახლა დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ვებრძვი
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი დათანხმდა, რომ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არ ექნება ბირთვული იარაღი
გიორგი კახიანი გერმანიის მთავრობაზე: წელიწადზე მეტი გავიდა, რაც საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლება ჰყავს და რაღაცნაირად უნდა შეცვალონ თავიანთი დამოკიდებულება, რადგან არასერიოზულ მდგომარეობაში აყენებენ თავიანთ თავებს
გიორგი კახიანი „ნაცმოძრაობაზე“: კარგად გვახსოვს ეს ძალა როგორ ებრძოდა ეკლესიას. როგორ შეიძლება, როდესაც საზოგადოება ასეთად გიცნობს, ერთ დღეში დაიჯერონ, რომ შეიცვალე და თურმე განსხვავებული ღირებულებები გაქვს?!
გიორგი კახიანი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: არასწორია, როდესაც რაღაც რეზოლუციას მიიღებ, სრულიად უსამართლო მოცემულობას ჩაწერ და შემდგომ ამაზე ჩვენ პასუხს მოგვთხოვ
არქივი