ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ არჩევნებში დამარცხების შემდეგ დაღლილობას, ტკივილსა და სიცარიელეს ებრძვის.
„ცხოვრებაში ბევრი რამ გამიკეთებია. შესაძლოა, ზოგჯერ დავღლილვარ კიდეც, თუმცა ახლა, მარცხის შემდეგ, უცებ უფრო ახალგაზრდად ვგრძნობ თავს. ამ ტკივილმა ჩემში დიდი ენერგია გააღვიძა“,- აღნიშნა ორბანმა.
მისი თქმით, ჯერ არ იცის, საიდან მიიღებს მომავალში მოტივაციას.
„ჯერ არ ვიცი, შევძლებ თუ არა ცხოვრებიდან ბედნიერების, მოტივაციის, ამბიციის ან შთაგონების მიღებას. ახლა, როგორც გითხარით, დაღლილობას, ტკივილს და სიცარიელეს ვებრძვი“,- განაცხადა ორბანმა.
ორბანის თქმით, თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ გუნდს სხვა როლი სჭირდება, მზად არის გვერდით გადგეს, თუმცა თუ კვლავ ლიდერობა დაევალება, ამასაც გააკეთებს.
არჩევნებში დამარცხების შემდეგ პირველ ინტერვიუში ორბანმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგი მისთვისაც მოულოდნელი იყო, თუმცა პასუხისმგებლობას სრულად საკუთარ თავზე იღებს და აღიარებს, რომ ოპოზიციის გზავნილი უფრო ძლიერი აღმოჩნდა.
„ეს არის ნათელი მარცხი. მარცხის მასშტაბი დიდია“,- განაცხადა ორბანმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |