ლადო სადღობელაშვილი: ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
125 17 აპრილი 2026, 10:20
“ობსერვატორიების თავზე ფრენების შეზღუდვა აქტიურად გამოიყენება მსოფლიო მასშტაბით და ამაში გასაკვირი არაფერია! ამის დაბრალება ბნ ბიძინაზე არის არაპროფესიონალიზმის და უცოდინარობის პიკი!  ეს ემსგავსება გროტესკას სადაც ოპოზიციის რუპორ-ჟურნალისტები მზად არიან და უკვე იქამდე არიან მისული რომ წვიმის მოსვლა ან ქარის ამოვარდნა მმართველ პარტიას ან საპატიო თავმჯდომარეს დააბრალონ”- წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

სადღობელაშვილი თავის პოსტში მიმოხილავს, როგორ ხდება ობსერვატორიების დაცვა და რატომ ზღუდავენ ფრენებს ობსერვატორიების თავზე. 

ამ კუთხით, ანალიტიკოსი მსოფლიო პრაქტიკებს ეყრდნობა და იმ ქვეყნების ჩამონათვალს აკეთებს, სადაც ასეთი შეზღუდვები ან აკრძალვები აპრობირებულია. 

“ზოგადად ობსერვატორიები სტრატეგიულ ობიექტებს წარმოადგენენ და შესაბამისად მისი დაცვა სახელმწიფოს ვალია… დაცვა ხდება სამი კომპონენტის კომბინაციით: სინათლის კონტროლი, რადიო სიჩუმე, საჰაერო მოძრაობის მართვა და სწორედ ამ მესამე კომპონენტში შედის ფრენების შეზღუდვაც — ხშირად არაპირდაპირი, მაგრამ ძალიან ეფექტური.

რატომ ზღუდავენ ფრენებს ობსერვატორიების თავზე?
1. სინათლის დაბინძურება (Light pollution)
2. ვიბრაცია და ტურბულენცია
დაბალ სიმაღლეზე ფრენამ შეიძლება შექმნას ჰაერის რყევა, რაც ზემოქმედებს მაღალ სიზუსტეზე მომუშავე ტელესკოპებზე.
3. რადიოჩარევა (Radio interference)
4. უსაფრთხოება და სტრატეგიული მნიშვნელობა
ზოგი ობსერვატორია ასევე წარმოადგენს სტრატეგიულ ან სამეცნიერო ინფრასტრუქტურას.
 
შეზღუდვის რამდენიმე ფორმა გვხდება მსოფლიო პრაქტიკაში კერძოდ: სრული no-fly zone, მინიმალური სიმაღლის მოთხოვნები, მარშრუტების გადატანა (air traffic rerouting) და დროითი შეზღუდვები (მაგ. ღამით ან დაკვირვების კონკრეტულ პერიოდებში)

მსოფლიოს მასშტაბით ასეთი შეზღუდვები ანდა აკრძალვები საკმაოდ აპრობირებულია. 
მაგალითად : 
ესპანეთის კანარის კუნძულებზე Roque de los Muchachos Observator და Teide Observatory მოქმედებს ე.წ. “Sky Law” — ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი სისტემა მსოფლიოში. ფრენები გადამისამართებულია, რომ არ გადაუფრინონ ობსერვატორიებს, ღამის ფრენებზე განსაკუთრებული კონტროლი, ასევე მკაცრად რეგულირდება განათება და რადიოგამოსხივება.
ჩილეში პრაქტიკულად ყველა ობსერვატორიის თავზე (Paranal Observatory, La Silla Observatory, Atacama Large Millimeter Array) შეზღუდულია ფრენები, დაცულია ტერიტორია და სახელმწიფოს აქვს დაწესებული მკაცრი სინათლის კონტროლი.
ვირჯინიის და არიზონას ობსერვატორიების თავზე Green Bank Observatory და Kitt Peak National Observatory აკრძალულია არა მხოლოდ ფრენები არამედ რადიო და ელექტრონული სიგნალებიც იზღუდება.
სამხრეთ აფრიკა South African Astronomical Observatory და MeerKAT Radio Telescope - დრონებისა და გარკვეული ტიპის ფრენები მკაცრად კონტროლდება.
ავსტრალია Siding Spring Observatory - საჰაერო მოძრაობა რეკომენდაციებით და მარშრუტების დაგეგმვით იზღუდება.
ინდოეთი Indian Astronomical Observatory - ფრენები შეზღუდულია.
რუსეთი, Special Astrophysical Observatory - ავიაციის მარშრუტები მაქსიმალურად გვერდს უვლის”- წერს სადღობელაშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ჯაბა ხუბუა ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძის განცხადებაზე: უსამშობლო ნაცლიბერალთა კლასტერი არამხოლოდ პირის ღრუდან, არამედ თვალის გუგებიდანაც ანთხევს შხამსა და ბოღმას ხვიჩა კვარაცხელიას დიადი გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარების გამო
ნიკოლოზ მეტრეველი გიორგი უძილაურზე: ყოვლად ცინიკურია, როდესაც ადამიანი დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე და მაღალ იდეალებზე საუბრობს, მაგრამ შემდეგ ირკვევა, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი ჯაშუშობის საქმეზეა ბრალდებული
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული კიკნაძე ხვიჩა კვარაცხელიას: ღირსებაზე, პრინციპებზე რამე თუ გსმენია, თუ ბურთის გორების იქით არაფერს აქვს, შენი აზრით, მნიშვნელობა? მხოლოდ გატანილი გოლი ვერ გაქცევს კარგ ადამიანად - ზაბარნიმ იქნებ რამე მაინც გასწავლოს
ლევან ჯგერენაია: ოპოზიციის ალიანსი სინამდვილეში დროის ფლანგვაა. იმ ადამიანებს, ვისაც ხელისუფლება არ მოსწონს და ცვლილებები უნდა, უაზრო იმედს აძლევენ, რომელიც ტყუილის გარდა არაფერზე დგას
თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე: არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული
არქივი