მომსახურების სააგენტო: ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მართვის მოწმობის მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
10 17 აპრილი 2026, 11:52

ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი, აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან შსს მომსახურების სააგენტოს წინააღმდეგ გავრცელებულ სხვადასხვა ცრუ ინფორმაციას, რომელიც კამპანიურ ხასიათს ატარებს და სააგენტოს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება.

რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე, მოქალაქეების მიზანმიმართული ჩაჭრა და მათთვის ხელოვნური ბარიერების შექმნა ხორციელდება, რაც არის სრული ტყუილი.

პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია 10 ქალაქში და მოქალაქეებისთვის ყოველთვიურად ახლდება, როგორც გეგმური, ასევე არაგეგმური ჯავშნების გაკეთების შესაძლებლობა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ საგამოცდო ავტომობილები აღჭურვილია აუდიო და ვიდეო ჩამწერი მოწყობილობებით და კანდიდატს სურვილის/პრეტენზიის შემთხვევაში, უფლება აქვს მიმართოს სააგენტოს, გაეცნოს აღნიშნულ მასალას და საჭიროების შემთხვევაში მოითხოვოს გასაჩივრება.
მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების წესი და მათ შორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები რეგულირდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით. გამოცდის სტანდარტი სრულად შეესაბამება საერთაშორისო პრაქტიკას. ქართული მართვის მოწმობები აღიარებულია ევროპის არაერთ ქვეყანაში.
აქვე ვეხმაურებით კიდევ ერთ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, სადაც ერთ-ერთი მოქალაქე ამბობს, რომ თითქოს, შსს მომსახურების სააგენტომ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე, საპროტესტო აქციის დროს გზის გადაკეტისთვის გამოწერილი ჯარიმის გამო არ დაუშვა. აღნიშნული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას.

მოქალაქე გამოცდაზე არ დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს გადაუხდელი ჯარიმა მართვის უფლების არქონასთან დაკავშირებით (მუხლები: 116-ე; 121-ე; 118-4/1; 118-4/2), თუ ფიქსირდება მის მიერ ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი ან ჩამორთმეული აქვს მართვის უფლება ნარკოტიკული დანაშაულის ან სისხლის სამართლის სხვა დანაშაულის გამო.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მომსახურების სააგენტოს მრავალწლიანი საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებას მოქალაქეებისთვის ხარისხიანი სერვისის მიწოდების უზრუნველყოფა წარმოადგენს. სერვისების დინამიკური ევოლუცია და ციფრული ინტეგრაცია გვაძლევს შესაძლებლობას, საზოგადოებას შევთავაზოთ მაქსიმალურად დახვეწილი, გამარტივებული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურება“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
პაპუაშვილი: რომ დადიოდა სხვის ჭკუაზე „ნაცმოძრაობა“, იმიტომაც მივიღეთ ომი. ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი - დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით
შალვა პაპუაშვილი: ჰანს გენშერი ალბათ საფლავში ტრიალებს, რომ უყურებს რას დაემსგავსა გერმანიის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით
შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის საკითხზე: გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის. უბრალოდ ორი დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე
პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე
არქივი