იმერეთის პოლიციამ ყაჩაღობისა და პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
48 17 აპრილი 2026, 12:01

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის
საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით - 1996 წელს
დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ
მყოფი ა.ხ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში მცხოვრებ ნაცნობს - 1983
წელს დაბადებულ ნ.ე.-ს, ცივი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის
მოსპობის მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა.

ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულ
სამართალდამცველებს დანის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია.

პოლიციამ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, ა.ხ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 353-ე მუხლებით
მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის საკითხზე: გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის. უბრალოდ ორი დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე
პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე
პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფილტრით ხდება საქართველოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება - ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა, არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით გვქონდეს კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტი
ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
არქივი