ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო: პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაციაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
65 17 აპრილი 2026, 12:20

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ბოლო დროს საზოგადოებაში გავრცელებულ უარყოფით და ცილისმწამებლურ განცხადებებს პასუხობს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მისამართით გავრცელდა არაერთი ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში უარყოფითი განწყობის გაღვივება და უწყების წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებების წახალისება.

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მისამართით გავრცელდა არაერთი ცილისმწამებლური განცხადება, რომლის მიზანიც არის საზოგადოებაში უარყოფითი განწყობის გაღვივება და უწყების წინააღმდეგ აგრესიული მოქმედებების წახალისება. როგორც ცნობილია, მიმდინარე წლის 2 აპრილს, ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში შეიჭრა მოქალაქეთა ჯგუფი, რა დროსაც სოციალურ ქსელებში აჩვენეს თავშესაფარში მოთავსებული ძაღლი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, პოლიტიკურად ანგაჟირებულმა პირებმა, პროვოკაციული მიზნებით გამოიყენეს.

სოციალურ ქსელებსა და ტელევიზიებში გავრცელდა კადრები, რომელთა საფუძველზეც საზოგადოებაში შეუქმნეს მცდარი წარმოდგენა, თითქოს თავშესაფარში ძაღლებს სასტიკად ეპყრობიან და უფრო მეტიც, ხოცავენ.

სინამდვილეში, აღნიშნულ ძაღლს უტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო პროცედურები და უკვე გამოჯანმრთელებული ცხოველი დაუბრუნდა თავის საცხოვრებელ არეალს.

ამ ერთი ძაღლის მაგალითიც კი, რომელიც მანიპულაციის იარაღად იქცა, ნათლად ადასტურებს, რომ აღნიშნული პირების მიზანი არა ცხოველთა კეთილდღეობაზე ზრუნვა, არამედ მუნიციპალური თავშესაფრის დისკრედიტაცია და მისი საქმიანობის მიზანმიმართული დაზიანებაა.

მოვუწოდებთ საზოგადოებას, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა, არ აჰყვნენ დეზინფორმაციულ კამპანიას და შეფასებები გააკეთონ მხოლოდ ფაქტებსა და დადასტურებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით",- ნათქვამია განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის საკითხზე: გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის. უბრალოდ ორი დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე
პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე
პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფილტრით ხდება საქართველოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება - ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა, არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით გვქონდეს კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტი
ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
არქივი