ირაკლი კობახიძე - ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 17 აპრილი 2026, 12:28

მსოფლიოში ომები გვაქვს, გლობალური ლანდშაფტი გეოპოლიტიკური დაძაბულობითაა განპირობებული, კონფლიქტები ყველაფერს აზარალებს: სავაჭრო მარშრუტებს, ენერგეტიკას, ტრანსპორტს და ეკონომიკურ სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე, პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში აუცილებელია ძირეული გადაწყვეტილებების მოძებნა.

„ჩვენ გვინდა, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩრდილოეთ მაკედონიის მსგავსი მიზანი გვაქვს, თუმცა ვხედავთ, თავად ევროკავშირი სერიოზული და ფუნდამენტური გამოწვევების წინაშე დგას. წლების განმავლობაში, ევროკავშირს სპეციფიური ძლიერი მხარეები გააჩნდა, ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის მაღალი დონე და სიძლიერე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის თვალსაზრისით. ახლა კი, ევროკავშირი ამ სამივე მიმართულებით გამოწვევების წინაშე დგას. ეს ძალიან გვაწუხებს და ვიმედოვნებთ, რომ ვითარება მომავალში შეიცვლება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ცხადია, ყველა გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ამ რეგიონსაც ეხება, თუმცა, ამავდროულად, ჩვენ გარშემო მიმდინარე მოვლენების ფონზე, სამხრეთ კავკასიის რეგიონი სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

„ჩვენ ვცდილობთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ არსებული შესაძლებლობები. წლების განმავლობაში საქართველო ევროპასა და აზიას შორის საიმედო ხიდს წარმოადგენდა. ჩვენ ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტად განვამტკიცოთ ჩვენი დამაკავშირებელი ფუნქცია. ახლანდელ პირობებში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები კვლავ გამოწვევებს აწყდება, შეგვიძლია, ჩვენს პარტნიორებს განსაკუთრებული მომსახურება შევთავაზოთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. საქართველო სატრანზიტო კვანძს წარმოადგენს საქონლის, მომსახურების, ენერგიისა და ციფრული მონაცემების ეფექტური გადაადგილებისთვის. ჩვენ განვგარძობთ ამ ფუნქციის გაძლიერებაზე მუშაობას. ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობაზე და პროგრესზეა ორიენტირებული, წარმატებულია. ეკონომიკური მონაცემები ამის დასტურია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი ევროპაში ყველაზე მაღალი იყო, 2021 წლიდან საშუალოდ 9.3% და წლვანდელი წელიც კარგად დავიწყეთ: იანვარ-თებერვალში 8.4%-იანი ზრდა დავაფიქსირეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხედვა არის ასეთი: ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, სტაბილურობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური პროგრესი და კავშირების განვითარება.

„ამ მიდგომით ჩვენ არა მხოლოდ შიდა მშვიდობას ვინარჩუნებთ, არამედ ხელს ვუწყობთ ფართო მშვიდობას ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში. ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ მხრივ ძლიერ პარტნიორებს ვუწოდებთ თავს თურქეთთან ერთად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
შალვა პაპუაშვილი აბასთუმნის საკითხზე: გამოჩნდა, რომ ხელოვნური აჟიოტაჟი იყო - ორი დღე ძალით თავს გაიბრაზებენ და შემდეგ გადაივლის. უბრალოდ ორი დღე უნდა დავიცადოთ ხოლმე
პრემიერი: ლიდერობის სიმწირე და გამორჩეული ლიდერების არარსებობა ერთ-ერთი გამოკვეთილი პრობლემაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის კონტექსტში - ყველა ლიდერი უნდა ფიქრობდეს საკუთარი მოსახლეობისთვის მშვიდობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფაზე
პაპუაშვილი: ვხედავთ, რომ ბრიუსელის ფილტრით ხდება საქართველოზე არასწორი ინფორმაციის გავრცელება - ძალიან შინაარსიანი შეხვედრები გვქონდა, არის სურვილი, რომ უშუალო შეხვედრებით გვქონდეს კოლეგებთან პირდაპირი კონტაქტი
ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
პრემიერი: ჩვენი მიდგომა, რომელიც მშვიდობას, პროგრესსა და განვითარებას ისახავს მიზნად, წარმატებულია - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
არქივი