ირაკლი კობახიძე: საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
46 17 აპრილი 2026, 13:45

საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის და მაქსიმუმი გაკეთდება საქართველოს ამ ფუნქციის გასაძლიერებლად.

„როცა საუბარია სამხრეთ კავკასიაზე, რა თქმა უნდა, ყველა ეს გაურკვევლობა და გლობალური გამოწვევა ჩვენს რეგიონზეც ახდენს გავლენას. თუმცა, ამავდროულად სამხრეთ კავკასია დიდ მნიშვნელობას იძენს მსოფლიოში მოვლენათა ასეთი განვითარების პირობებში. ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ეს შესაძლებლობები სრულად გამოვიყენოთ. საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდო ხიდია ევროპასა და აზიას შორის. მაქსიმუმს ვაკეთებთ დაკავშირებადობის უნარის გასაძლიერებლად. არსებულ გარემოში, როდესაც სავაჭრო მარშრუტები განსაკუთრებული გამოწვევების წინაშეა, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია პარტნიორებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა სერვისის შეთავაზება.

საქართველო სატრანზიტო ჰაბია ტვირთების, სერვისების, ენერგიის, ციფრული მონაცემების სწრაფი მიწოდებისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ამ ფუნქციის გასაძლიერებლად“, - განაცხადა პრემიერმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - არაფორმალური გავლენები იკვეთება ორგანიზაციებში, რომლებიც სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან, ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია - საწვავის ნაკლებობის გამო, მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს, ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი დიპლომატია იყო
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს შეხვდა
არქივი