შალვა პაპუაშვილი: ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 17 აპრილი 2026, 13:56

ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?! - განუცხადა ქართველ ჟურნალისტებს სტამბოლში პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რისთვის სჭირდება ტრენერი ოპოზიციას.

„ის, რაც მანამდე, აშშ-ის წინა ადმინისტრაციის დროს, ამერიკული წყაროებით ფინანსდებოდა და ორგანიზდებოდა, დღეს გადართულია ევროკავშირზე. თუ ადრე იყო აკერმანი, რომელიც საქართველოში შუღლის გაღვივების, მტრობის, არეულობის სცენარებს წერდა, მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ყოველგვარი ასეთი მავნებლური დაფინანსებები შეწყვიტა და ჩახსნა, ეს ყველაფერი არის ევროკავშირის მხრებზე. ყველა ასეთი არეულობა ევროკავშირიდან უნდა დაფინანსდეს, დაორგანიზდეს. ეს არის, ცივილიზაციურ უფსკრულზე როდესაც ვსაუბრობთ. ამაზე მეტი სირცხვილი რა უნდა იყოს ევროკავშირისთვის, რომელიც მართლა მშვიდობის პროექტიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა არეულობის, მტრობის, დაპირისპირების პროექტად?!

ამ ისტორიის გამჟღავნება არის ევროკავშირის სირცხვილი. დეტალურად ჩავეძიებით რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან ის ქართული პასპორტის მქონე ადამიანები, რომლებიც ასე ღიად, სპეცსამსახურების პროექტებში არიან ჩართულნი. ამ ყველაფერს იმედია სათანადო შუქი მოეფინება და საზოგადოება ყველას იხილავს სახელითა და გვარებით. როგორც აკერმანი იყო უცხოური სპეცსამსახურების პროექტი, ზუსტად ასევეა ეს ჩეხი ადამიანი უცხოური სპეცსამსახურის პროექტი, რომლის მიზანია საქართველოში ანტიდემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა, ხელისუფლების დამხობა და მარიონეტების მოყვანა ხელისუფლებაში. ამ საკითხს ბოლომდე მივყვებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - არაფორმალური გავლენები იკვეთება ორგანიზაციებში, რომლებიც სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან, ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია - საწვავის ნაკლებობის გამო, მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს, ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი დიპლომატია იყო
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს შეხვდა
არქივი