შალვა პაპუაშვილი: ჰანს გენშერი ალბათ საფლავში ტრიალებს, რომ უყურებს რას დაემსგავსა გერმანიის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
41 17 აპრილი 2026, 14:07

სამწუხაროა, რომ ელჩის და ზოგიერთი გერმანელი ბიუროკრატის ქცევით ისეთი ზიანი მიაყენა გერმანიის ხელისუფლებამ გერმანიის რეპუტაციას, რომ წლები დასჭირდება დაზიანებული რეპუტაციის აღდგენას ქართველების თვალში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რას ელოდებიან გერმანიის ხელისუფლებისგან იმ განმარტების შემდეგ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე საქართველოს ხელისუფლების შესახებ ინფორმაცია ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ განახლდა.

„იმედი მაქვს, გერმანელებს შერცხვებათ და ამის მერე მაინც ჩაასწორებენ. რა უნდა ველაპარაკოთ?! ლამის ორი წელია თავს მასხრად იგდებენ. ამ ფონზე გასაკვირი აღარ არის ხოლმე გერმანიის ელჩის ქცევა. სერიოზულად რომ შევხედოთ, ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლება ხუთ მილიონ ქართველს არ გვხედავს, ადამიანებად არ გვთვლიან. ვფიქრობ უბრალოდ დაგვცინიან ქართველ ხალხს ისინი, ვინ ცდილობენ, რომ „აიტიშნიკს“ დააბრალონ ეს ყველაფერი. ეს არის ტრაგედია, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობის და გერმანიის რესპუბლიკასთან ურთიერთობის 35-წლიან ისტორიაში დღეს ვხედავთ უბრალოდ დამცინავ, ქედმაღლურ, ცხვირაწეულ დამოკიდებულებას გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც უბრალოდ ქართველებს, როგორც ადამიანებს არ გვაღიარებენ. ეს ძალიან ბნელ ასოციაციებს იწვევს, როდესაც ვხედავთ მართლაცდა მთელი ერის არაფრად ჩაგდების პოლიტიკას და აქედან ჩვენი დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ელჩის და ზოგიერთი გერმანელი ბიუროკრატის ქცევით ისეთი ზიანი მიაყენა გერმანიის ხელისუფლებამ გერმანიის რეპუტაციას, რომ წლები დასჭირდება დაზიანებული რეპუტაციის აღდგენას ქართველების თვალში. ჰანს გენშერი ალბათ საფლავში ტრიალებს რომ უყურებს რას დაემსგავსა გერმანიის საგარეო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - არაფორმალური გავლენები იკვეთება ორგანიზაციებში, რომლებიც სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან, ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია - საწვავის ნაკლებობის გამო, მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს, ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი დიპლომატია იყო
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს შეხვდა
არქივი