პაპუაშვილი: რომ დადიოდა სხვის ჭკუაზე „ნაცმოძრაობა“, იმიტომაც მივიღეთ ომი. ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი - დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
49 17 აპრილი 2026, 14:09

რომ დადიოდა სხვის ჭკუაზე „ნაცმოძრაობა“, იმიტომაც მივიღეთ ომი. ჩვენც რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი იქცეოდნენ - დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე, დღეს კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, რადიკალებიდან არც ერთი არ არის ქართველი პოლიტიკოსი, ვინაიდან ისინი სხვა ქვეყნის ინტერესებზე არიან ორიენტირებულები.

„მათი პოლიტიკა არის საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმება. მათი პოლიტიკაა, რომ საქართველო უნდა იყოს დიდი ქვეყნების შეკვეთების შემსრულებელი. უნდა მხარი ავუბათ სხვის ნაბიჯებს და ვიაროთ არა ჩვენი ნაბიჯით. ასე, რომ დადიოდა [სხვის ჭკუაზე] „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ხელისუფლებაში იყო იმიტომაც მივიღეთ ომი და უბედურება საქართველოში. ასე რომ არ იმოქმედებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმიტომაც გვაქვს 14 - წლიანი მშვიდობა საქართველოში. თორემ ჩვენც, რომ მოვქცეულიყავით ისე, როგორც ესენი მოიქცევიან პირველივე დღეს, დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, წავსულიყავით რუსეთთან ესკალაციაზე დღესაც კიდევ ერთი ომგამოვლილი ქვეყანა ვიქნებოდით თუ კი ვიარსებებდით, როგორც სახელმწიფო. ასე, რომ მთავარი პრობლემა არის იმაში, რომ ისინი არ არიან ქართველი პოლიტიკოსები. უნდათ იყვნენ ხან უნგრელი პოლიტიკოსები, ხან ნეპალელი პოლიტიკოსი მაგრამ ვერასდროს ვერ ხდებიან ქართველი პოლიტიკოსები. ეს არის მთავარი პრობლემა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირაკლი კობახიძე - არაფორმალური გავლენები იკვეთება ორგანიზაციებში, რომლებიც სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან, ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია - საწვავის ნაკლებობის გამო, მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს, ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი დიპლომატია იყო
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს, ალენ სიმონიანს შეხვდა
არქივი