საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ ალენ სიმონიანს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მაღალი დონის ვიზიტების სიხშირე და ორმხრივ დონეზე ნაყოფიერი თანამშრომლობა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის წარმატებულ განვითარებაზე მეტყველებს.
მხარეებმა ისაუბრეს ნაყოფიერ საპარლამენტო კავშირებზე, ასევე, წარმატებულ ურთიერთობებზე ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის სფეროებში.
მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განვითარების, ასევე, სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხები. ხაზი გაესვა აღნიშნული პროცესების მნიშვნელობას რეგიონული მშვიდობის დასამყარებლად.
ალენ სიმონიანმა სომხეთში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.
შეხვედრა შედგა სტამბოლში მიმდინარე საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) გენერალური ასამბლეის 152-ე სხდომის ფარგლებში. დელეგაციაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |