საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია - საწვავის ნაკლებობის გამო, მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს, ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
45 17 აპრილი 2026, 15:06

ავიაკომპანიებს, შესაძლოა, მაისის ბოლოს ევროპაში რეისების გაუქმება მოუწიოთ საავიაციო  საწვავის დეფიციტის გამო, – ამის შესახებ საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციაში აცხადებენ.

ასოციაციამ  მთავრობებს მოუწოდა, მოამზადონ კონკრეტული, კარგად კოორდინირებული გეგმა საწვავზე ლიმიტის დაწესების შესაძლო საჭიროების შემთხვევაში.

„მაისის ბოლოს, შესაძლოა, ევროპაში ფრენების გაუქმება დაიწყოს საწვავის ნაკლებობის გამო. ეს პროცესი აზიის გარკვეულ ნაწილში უკვე მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებებს ჰქონდეს კარგად კოორდინირებული გეგმები იმ შემთხვევისთვის, თუ რაციონირება აუცილებელი გახდება“, – აღნიშნავს საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის  გენერალური დირექტორი ვილი უოლში.

როგორც „სიენენი“ წერს, ირანთან ომის დაწყებიდან საავიაციო საწვავის ფასი დაახლოებით გაორმაგდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ორ მოადგილესთან და დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა
ირაკლი კობახიძე - არაფორმალური გავლენები იკვეთება ორგანიზაციებში, რომლებიც სუვერენიტეტის დაცვის ნაცვლად, ქვეყნებს გამოწვევებს უქმნიან, ამის „კარგი“ მაგალითია საქართველო
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
ირაკლი კობახიძე - საქართველო 23 საუკუნისაა, ჩვენ გენეტიკურ კოდშია დიპლომატია, ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში მთავარი ინსტრუმენტი დიპლომატია იყო
არქივი