პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააგრძელებს და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლას უფრო გაამკაცრებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
53 17 აპრილი 2026, 17:09

უნგრეთის მომავალი პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, ბუდაპეშტი ვიქტორ ორბანის მკაცრ საიმიგრაციო პოლიტიკას გააგრძელებს და არალეგალ მიგრანტებთან ბრძოლას უფრო გაამკაცრებს.

როგორც მან აღნიშნა, უკანონო მიგრაციის თემაზე უკვე გამართა საუბარი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპული ქვეყნების სხვა ლიდერებთან.

„ვაპირებ უფრო გავაძლიერო საზღვარი. ნათლად ვუთხარი ევროკომისიის პრეზიდენტს და თითოეულ ევროპელ ლიდერს, რომ უნგრეთი არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრ პოზიციას დაიკავებს. ჩვენ არავითარ პაქტებს და გადანაწილების მექანიზმებს არ მივიღებთ. სამხრეთ საზღვარზე ჩვენს სასაზღვრო ღობეს გავამაგრებთ და შევაკეთებთ, რადგან მას ხვრელები ჰქონდა. ჩვენ გულწრფელები ვართ და ევროპისა და უნგრეთის დაცვა არალეგალური მიგრაციისგან გვსურს. არსებობს მიგრაციის კანონიერი ფორმები, რომლებსაც ვაღიარებთ, მაგრამ არალეგალურს - არა“, - განაცხადა მადიარმა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
ირაკლი კობახიძემ ლაშა შავდათუაშვილსა და ეთერ ლიპარტელიანს ძიუდოში ევროპის ჩემპიონობა მიულოცა: ძალიან დიდი შრომის გარეშე ასეთი წარმატებები არ მიიღწევა, მადლობა მათ შრომისა და გამარჯვებისთვის
ირაკლი კობახიძე: აბასთუმანში ფრენის მარშრუტების დაკორექტირებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ სპეკულაციები, თუმცა არაფერია სასპეკულაციო, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისა და კურორტის განვითარებისთვის
ირაკლი კობახიძე: ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში შევხვდი ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუს, განვიხილეთ დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი საქართველოს ერთგულება
პრემიერი: უცხოეთიდან დაფინანსებული კამპანია იყო ეკლესიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ გაშალონ კამპანია ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე
არქივი