ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მისივე თქმით, წლების განმავლობაში იყო ფართო კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ და ხელისუფლებას ძალიან დიდ ძალისხმევად დაუჯდა მისი შეჩერება.
„გახსოვთ, რომ ძალიან ფართო კამპანია იყო გაშლილი მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ წლების განმავლობაში. ესეც იყო უცხოეთიდან დაფინანსებული კამპანია. ამაში იყვნენ ჩართულები კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, კონკრეტული „ენჯეოები“, კონკრეტული მედიასაშუალებები და ჩვენ ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად დაგვიჯდა ამ კამპანიის შეჩერება. ბოლოს, იძულებულები გახდნენ, ლუსტრაციის გამო შეეჩერებინათ გარკვეულ ეტაპზე ეს კამპანია, თუმცა ახლა ხედავთ, რომ თითქოს ხედავენ საკუთარ შანსს ამ კამპანიის განახლებისთვის. ჩვენ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ ფართოდ გაშალონ კამპანია მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, ჩვენ ბოლომდე დავდგებით, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკლესიის ინტერესების სადარაჯოზე“, - აღნიშნა პრემიერმა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |