ლევან ჟორჟოლიანი: ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
74 17 აპრილი 2026, 22:22
ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე.

მისი თქმით, საქართველოს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აქვს ევროპაში.

„ჩვენი პრიორიტეტია ეკონომიკის განვითარება. მშვიდობა და ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები გვაქვს ევროპაში. ჩვენი ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.3 პროცენტი იყო, ხოლო მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 8.4 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველყოფილი იყოს კეთილდღეობა, ძლიერი ეკონომიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში.

ეკონომიკური ზრდის ასეთი მაჩვენებლის საფუძველია ბიზნესის კეთების სიმარტივე. საერთაშორისო ინდექსების მიხედვით, მოწინავე ადგილზე ვართ. ასევე, ბიუროკრატიის ჭრილში კარგი მაჩვენებლები გვაქვს. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს და მოიზიდოს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გააძლიეროს ინფრასტრუქტურა და დაკავშირებადობის ფუნქცია. ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობა საქართველოს ერთ-ერთი უპირატესობაა და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გვქონდეს გამართული ინფრასტრუქტურა, განვახორციელოთ მსხვილი პროექტები, როგორებიცაა მაგალითად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი. მიგვაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ტიპის თანამშრომლობა არის წარმატების გასაღები“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ტრამპი ირანის გამდიდრებულ ურანზე: ჩავალთ და დიდი ტექნიკით გათხრებს დავიწყებთ - მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვიტანთ
თამარ ტალიაშვილი: გივი მიქანაძის ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს განათლებისა და კვლევების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას
პრემიერი: მოხარული ვარ, რომ შევხვდი თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ორმხრივი ურთიერთობების და უფრო მჭიდრო თანამშრომლობის შესაძლებლობების განსახილველად
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა
ცესკოს თავმჯდომარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და რექტორს შეხვდა
არქივი