თეკლა თიკანაშვილი: იზრდება ინტერესი ჩვენი კონფერენციების მიმართ, ჩვენს მიმართ ახალგაზრდებში იზრდება ნდობა და თანამშრომლობის სურვილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
68 18 აპრილი 2026, 12:04
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კონფერენციები გრძელდება. დღეს შეხვედრა გურიის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან გაიმართა, რომელსაც ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, ვარლამ ლიპარტელიანთან ერთად,  ბორდის წევრებიც ესწრებოდნენ, რომელთა შორისაც  თეკლა თიკანაშვილია. 

თიკანაშვილის განცხადებით,  კონფერენციების მიმართ ახალგაზრდების დაინტერესება იზრდება, რაც იმის მანიშნებელია, რომ იზრდება ნდობა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის  მიმართ. 

„იზრდება ინტერესი ჩვენი კონფერენციების მიმართ. რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენს მიმართ ახალგაზრდებში იზრდება ნდობა, თანამშრომლობის სურვილი. საბოლოოდ უნდა აღინიშნოს, რომ ეს კონფერენციები გვაძლევს სურათს, თუ რა სჭირდებათ ახალგაზრდებს, გარდა ამისა, ეს კონფერენციები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მომავალში ახალგაზრდების გადაწყვეტილებები აისახოს ჩვენს  სამომავლო გადაწყვეტილებებში,“- განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტა
ნინო წილოსანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია, დამარცხებული რევოლუციონერები
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს.
საქმე გვაქვს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს მიხედვით ჯგუფების მომზადებასთან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოავლენს, რასთან გვაქვს საქმე
ცოტნე ივანიშვილი: თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, საუბარს, დისკუსიას, დებატს, უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია, როდესაც პირიქით - ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ასეთ ადამიანთან საუბარს, სამწუხაროდ, აზრი არ აქვს
არქივი