საქმე გვაქვს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს მიხედვით ჯგუფების მომზადებასთან - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოავლენს, რასთან გვაქვს საქმე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
52 18 აპრილი 2026, 12:37

ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს მიხედვით ჯგუფების მომზადებასთან იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ და ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

იგი ამგვარად გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ქართულ ოპოზიციას „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

„ის, რაც ადრე კეთდებოდა ამერიკის წინა ადმინისტრაციის დაფინანსებით, მათ შორის საქართველოში აკერმანის და სხვა მსგავსი ინსტრუქტორების მონაწილეობით, უკვე რამდენიმე ხანია, რაც ამგვარი მავნე პრაქტიკა ახალმა ადმინისტრაციამ სრულად შეაჩერა, გადასული არის ევროკავშირში. ფაქტია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სპეცსამსახურების სახელმძღვანელოს მიხედვით ჯგუფების მომზადებასთან იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ და ამას სჭირდება შესაბამისი რეაგირება. დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა შემთხვევებში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ძალიან დეტალურად დააკვირდება და გამოავლენს, რასთან გვაქვს საქმე.

ფაქტია, რომ ქართული პასპორტის მქონე, სახელით და გვარით ქართველები მონაწილეობენ სპეცსამსახურების სცენარით მიმდინარე პროცესებში. მე რაც ვნახე, ის ორგანიზაცია, რომელსაც ეს ბატონი [ბლაჟევიჩი] წარმოადგენს, ფინანსდება ევროპული ფონდებიდან. მათ შორის, ღია წყაროებით რაც ჩანს, მილიონობით დაფინანსებას გასცემს, კონცენტრირებული არის, ორიენტირებულია და სპეციფიკურად უყურებს კავკასიის რეგიონს, აღმოსავლეთ ევროპას და ჩანს, რომ არის მავნე მიზნები და განზრახვები. იკვეთება პირდაპირ სპეცსამსახურების ხელი იმისთვის, რომ სხვა ქვეყანაში არიონ სიტუაცია. მართლაც სირცხვილია, თუ სადამდე მიდის ევროპული ფონდების დაფინანსების ანტიდემოკრატიული ტენდენციები”, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის“ ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ირანმა ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტა
ნინო წილოსანი რადიკალურ ოპოზიციაზე: ისინი უკვე დეკლარირებულად რევოლუციონერები არიან, რაც მთავარია, დამარცხებული რევოლუციონერები
ცოტნე ივანიშვილი: ძალიან ბედნიერი და გახარებული ვარ იმით, რომ დაიწყო ახალგაზრდებს შორის საუბარი. მჯერა, ეს ყველაფერი კარგ შედეგს გამოიღებს.
ცოტნე ივანიშვილი: თუ ორი ადამიანი ჭეშმარიტად ზრუნავს თავის სამშობლოზე, როგორც არ უნდა განსხვავდებოდეს მათი აზრი, საუბარს, დისკუსიას, დებატს, უკვე ძალიან ბევრი კარგის მოცემა შეუძლია, როდესაც პირიქით - ადამიანს ქვეყანაში მომხდარი ცუდი მოვლენა ახარებს და ქვეყნის კარგი აუბედურებს, ასეთ ადამიანთან საუბარს, სამწუხაროდ, აზრი არ აქვს
თეკლა თიკანაშვილი: იზრდება ინტერესი ჩვენი კონფერენციების მიმართ, ჩვენს მიმართ ახალგაზრდებში იზრდება ნდობა და თანამშრომლობის სურვილი
არქივი